saqarTvelos mdinareebi - cxraZmula
ტერიტორიული ერთეულები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ალევის ქედი |
სიგრძე | 15 კმ |
აუზის ფართობი | 89 კმ² |
მდინარე ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, 2225 მ სიმაღლეზე. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 89 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალმცირობა ირღვევა წყალმოვარდნებით.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,6 მ³/წმ.